საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ სააკაშვილს აქვს ეჭვი, ვის შეიძლებოდა მოეწამლა ის.

“სადღაც, ეს [მოწამვლა] იწყება, ალბათ, 2-3 მაისიდან. მას [მიხეილ სააკაშვილს] აქვს გარკვეულ პიროვნებაზეც ეჭვი, ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა [მოეწამლა]. ეს მალე გამოჩნდება.

იყო იქ რაღაც დეტალები, ჩვენ ახლა კადრები გვაქვს გამოთხოვილი და სასამართლომ დაგვიკმაყოფილა. ანუ, ჩვენ მოვითხოვეთ სააკაშვილის დაკავებიდან 2022 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით ყველა კადრი – დერეფანში ბადრაგების გადაადგილებისა და სააკაშვილის საკანში ყოფნის კადრები და ა.შ. ძალიან დიდი მასალა იქნება, საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იქნება. ველოდებით ამ კადრებს. დამიჯერეთ, ეს კადრებიც ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იქნება ამ საქმეში, სხვა საქმეშიც და, რა თქმა უნდა, მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით, თუ, რა თქმა უნდა, ამერიკელები ამას მოითხოვენ”. – ამბობს ადვოკატი პალიტრანიუსის ეთერში.