იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ირწმუნება, რომ საქართველო ჰააგაში დავას აუცილებლად მოიგებს.
“მტკიცებულებებს ვიცნობ რაც მოვაგროვეთ და ამ მტკიცებულებებიდან ვამბობ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ მშვიდად. ქართველ ჯარისკაცს შეუძლია, იყოს მშვიდად, სახელმწიფოს და ხალხს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მომავალს, შეუძლია, იყვნენ მშვიდად, რადგან ჩვენ ამ დავებს აუცილებლად მოვიგებთ”,– ამბობს წულუკიანი.
მინისტრი აღნიWordPress-ის შესახებშნავს, რომ 2008 წლის შემდეგ მაშინდელმა მთავრობის წევრებმა რეზოლუციას მოაწერეს ხელი, სადაც ითქვა, რომ “საქართველოს ბრალია ყველაფერი”.
“სააკაშვილს აქვს შიში, რომ ჰააგაში დავას წააგებს. სააკაშვილი და მისი სიის პირველი ნომერი, ბაქრაძე ამბობს, თურმე ქართველი ხალხის ინტერესის ხარჯზე კომპრომისების გზით უვლიათ. გოკა გაბაშვილმა, გიორგი კანდელაკმა და სხვებმა ომის შემდგომ რეზოლუციას უყარეს კენჭი, სადაც ითქვა, თურმე საქართველოს ბრალია ყველაფერი და არა სხვისი, ეს რეალურად მოღალატეობრივი საქმიანობაა“– ამბობს წულუკიანი.
ცნობისთვის, აგვისტოს ომიდან 12 წლისთავზე მიხეილ სააკაშვილი ჰააგის სასამართლოს პროცესში ჩაერთო და ექსპერტებთან ერთად აგვისტომის ომის შესახებ დამოუკიდებელი დასკვნა შეიტანა.