“სააკაშვილს ვურჩევდი, რომ ნაკლები თაფლი მიირთვას, რამეთუ როგორც ჩანს, ეს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მის მდგომარეობას. რისი რესურსი გააჩნიათ, რისი თავი გააჩნიათ მართლაც ამ ფარჩაკებს ამათ, ამ კრიმინალებს, რისი თავი აქვთ, რისი გამომყრელები არიან. თვითონ როგორც ჩანს მარტოდ განიცდის თავს და ახლა უნდა, რომ მეორე გაფარჩაკებული, მისი კოლეგა ბატონი ნიკანორ მელია მოისვას გვერდით”
ასე ეხმიანება ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური მიხეილ სააკაშვილს განცხადებას, რომ სწორედ ის და ნიკა მელია გამოყრიან ამ ხელისუფლებას კაბინეტებიდან.