“შეთავაზება მიღებულია – მე მივაწოდებ დოდო აფრასიძის ტელეფონის ნომერს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თვითონ აღიარა, რომ გასცა ბრძანება ოჯახის განადგურების. შეხვდეს, დაელაპარაკოს, მოუხადოს ბოდიში და შემდეგ მიიღოს პატიება.
მივაწოდებ ყველა იმ ადამიანის საკონტაქტო ნომერს, რომლებიც მისი ბრძანებით იქნენ მოკლული ქუჩაში თუ ციხეში, ნაწამები, გაუპატიურებული. მოუხადოს ყველას ბოდიში, მიიღოს მათგან პატიება. მოიხადოს სასჯელი და მერე ვილაპარაკოთ შერიგებაზე”
ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” დეპუტატი სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ “საუკეთესო გამოსავალი ეროვნული შერიგებაა”.