“ფრჩხილის ანალიზის პასუხები ჯერ არ ჩამოსულა, დღეს ჩამოვა, მაგრამ სატელეფონო საუბრით გაირკვა, რომ ფრჩხილის კვლევის შედეგად, მიხეილ სააკაშვილს კიდევ ახალი ნივთიერება, დარიშხანი ამოუვიდა”.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილს ორგანიზმში კიდევ ერთი ახალი ნივთიერება, დარიშხანი აღმოაჩნდა.