სააკაშვილს პროვოკაციებისთვის თავის არიდებისკენ მოვუწოდე – ევროპარლამენტარი

“სააკაშვილს პროვოკაციებისთვის თავის არიდებისკენ მოვუწოდე “- ამის შესახებ, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი Twitter-ზე წერს. მისი თქმით, ევროპული საბჭოს წევრების შეხვედრაზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა რომ საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი წინასაარჩევნოდ დეპოლარიზაციისთვის გამოიყენოს.

“ევროპარლამენტართან შეხვედრაზე სააკაშვილს მოვუწოდე, პროვოკაციებს თავი აარიდოს და საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაციის დეპოლარიზაციისთვის გამოიყენოს, 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას პატივი სცეს”, – წერს კალიურანდი.