სააკაშვილს სასამართლო პროცესზე წასვლას ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის – ჯიშკარიანი

“სააკაშვილს სასამართლო პროცესზე წასვლას ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის “- ამის შესახებ, ცენტრ ემპათიას დირექტორმა  მარიამ ჯიშკარიანმა ექსპრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ  ჟურნალისტებთან განაცხადა.

“რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, სასამართლო პროცესზე წასვლას ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის ჩვენი მოსაზრებით, პაციენტი, რა თქმა უნდა საჭიროებს კიდევ მკურნალობას და რეაბილიტაციას, ჩვენ მკურნალობის თაობაზე კიდევ შევჯერდებით, ჩვენი რეკომენდაციები გვაქვს გამოკვლევასთან და მკურნალობასთან დაკავშირებით. თუმცა, ეს მდგომარეობა მას ხელს არ შეუშლის სასამართლო პროცესზე წასვლაში. ჩვენ ამ ეტაპზე რეკომენდაციას ვერ გავცემთ, უბრალოდ, ვამბობთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არ უშლის ხელს სასამართლოში მონაწილეობას,” – ამბობს მარიამ ჯიშკარიანი