სააკაშვილს სიკვდილისთვის წირავენ, არაადამიანური შურისძიებაა – ჯაფარიძე

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, თბილისის ვიცემერობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სიკვდილისთვის სწირავს.

მისი თქმით, ხელისუფლების მოტივი პოლიტიკური შურისძიებაა.

“სახალხო დამცველი წავიდა ციხის საავადმყოფოში, შეამოწმა და თქვა, რომ კონსილიუმმა რაც თქვა, ამ კვლაფიციკაციის სამედიცინო პერსონალი და აპარატი, რომელიც შეიძლება დაჭირდეს ამ ადამიანს, არ არისო. რაც ნიშნავს, რომ სიკვდილისთვის წირავენ, ყოველ შემთხვევაში მაგ რისკს აყენებენ.

ამის ახსნა, მოტივი რა შეიძლება იყოს, გარდა პოლიტიკური არაადამიანური შურისძიებისა, ჩემთვის უბრალოდ არ არსებობს. ეს ხომ არ არის პატარა ბავშვის გაჯიუტება, საუბარი არის ქვეყნის პრეზიდენტის სიცოცხლეზე. ნორმალურები არ არიან, შეუძლებელია, ასეთ არაადამიანურ საქციელს სერიოზული კომენტარი გაუკეთო”,– ამბობს ის TV პირველთან საუბრისას.