მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სიარული უჭირს, თუმცა მორალურად კარგად არის. მისივე ინფორმაციით, წინა კვლევებთან შედარებით ახალ კვლევებში დიდი სხვაობა არ არის.
“მის კვლევებს გავეცანი – დიდი განსხვავება არ არის წინისგან. სისუსტე, უფერულობა [აქვს]. ჰოსპიტალიზაცია არ წუთში არ არის საჭირო. თანახმაა [მედიკამენტების მიღებაზე]”,– თქვა ყიფშიძემ ციხის დატოვების შემდეგ.
მისივე განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია, როდის შევა ექსპრეზიდენტთან ექიმთა კონსულიუმი.