“რაც შეეხება სხვა კლინიკაში გადაყვანას, ერთადერთი რაც მას[სააკაშვილს] სურს, ეს არის, რომ რამენაირად გავიდეს ციხიდან, რათა იქ მიეცეს გათავისუფლების შანსი. ეს არის ძალიან მარტივი რამ. ბუნებრივია, სულელი არავინ არ არის ამ ქვეყანაში. არც ის არ არის სულელი და თავისი ჭკვიანური გათვლები აქვს, თუმცა ჩვენ უფრო ჭკვიანები ვართ და არ მივცემთ მას ამის საშუალებას.

რისკები არის მომეტებული სააკაშვილთან მიმართებით. როდესაც ის ცდილობს, რომ ჭკუაში მოატყუოს და თავი გადააყვანინოს შუა ქალაქში… იგივე გორის ჰოსპიტალიც რომ ავიღოთ, სამხედრო ჰოსპიტალიც არ არის სამხედრო ბაზაზე, არის მერიის უკან შუა ქალაქში. ჩვეულებრივი შლაგბაუმი ჰყოფს ეზოს დანარჩენი ტერიტორიისგან. უნდა მას, რომ გავიდეს ციხიდან და გადავიდეს ისეთ სივრცეში, სადაც დაცულობის ხარისხი არის 100-ჯერ ნაკლები. თან ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს. პასუხი მარტივია – პატიმარი დარჩება ციხეში”

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში.