მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი სუსტად არის, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, რომ ხვალ საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწროს.
“თვითონ მოუთმენლად ელოდება, რომ ხვალ შეხვდეს ქართველ ხალხს და თქვას თავისი სიტყვა. კიდევ სუსტად არის, მაგრამ ძალიან მოწადინებულია, რომ ხვალ იყოს სასამართლოში”,– თქვა ყიფშიძემ გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ.
მან კომენტარი გააკეთა გიორგი ჩალაძის გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებითაც, რომ ექსპრეზიდენტის პალატის ქვემოთ რადიაციის გამომცემი მანქანა დგას. ექიმი ადასტურებს მანქანის იქ დგომას, თუმცა ამბობს, რომ არ აქვს კვალიფიკაცია სხვა დეტალებზე საუბრისთვის.