“…რაც შეეხება მოწამვლას, ამ დარბაზშიც იყო მოწამვლა, ჩვენ არ ვიცოდით ის ადამიანი შემოიტანდა თუ არა საწამლავს. 1500-ზე მეტი მნახველი ჰყავს [მიხეილ სააკაშვილს]. მე მაქვს წინადადება, ამ ადამიანების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისა, შევამოწმოთ მათი ფრჩხილები და მათი თმებიც, იმიტომ, რომ არ არის გამორიცხული, რომ მცდელობა იყოს გაუკუღმართების”

განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლადო კახაძემ.