სააპელაციომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა – კეზერაშვილს 5 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა

ფორმულას დამფუძნებლის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 060 000 ევრო დააკისრა.

სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ალექსანდრე ნინუას, მის მიმართ სააპელაციომ გამამტყუნებელი განაჩენი არ გამოიტანა – თავდაცვის სამინისტრომ ნინუას 5 000 ლარი უნდა გადაუხადოს.

თავდაცვის სამინისტრომ დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 2021 წლის სექტემბერში შეიტანა. მათ ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტზე წარედგინათ.