სააპელაციო სასამართლომ ანას ბაღთან მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ანას ბაღის დამცველი აქტივისტები ავრცელებენ. როგორც აქტივისტები აცხადებენ მიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლო დავის განმავლობაში მშენებელს უფლება აქვს, ააშენოს კორპუსი.
“ყველას!!! ყველას!!! ყველას!!! გაუგონარი რამ მოხდა!!!
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილის გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის შეჩერების გადაწყვეტილება და “ანას ბაღთან” მშენებლობის გაგრძელების ნება დართო მშენებელს დავის დასრულებამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლო დავის განმავლობაში მშენებელს უფლება აქვს ააშენოს კორპუსი.
აშკარად მოხდა სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩარევა, ჩვენ მტკიცებულებად წარდგენილი გვქონდა არაერთი ექსპერტული დასკვნა, რომელიც უტყუარად ამტკიცებდა მშენებლობის დაუშვებლობას.
“ანას ბაღის” დამცველები არ ვაპირებთ შევეგუოთ უსამართლობას არ დავუშვებთ მშენებლობის გაგრძელებას გვაქვს იმედი ფართო საზოგადოების მხარდაჭერის.
ჩვენმა სამწლიანმა ბრძოლამ შეგვაჯახა სისტემურ დანაშაულებს, როგორიცაა კორუფცია ადგილობრივ თვითმართველობაში, მერიასა და საკრებულოში, გავლენიან მფარველებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მათ შორის განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში.
ეხლა კი აშკარაა სასამართლო ხელისუფლებაზე ზეგავლენა.
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ბრძოლა არ მიმდიმარეობს მხოლოდ ერთი სკვერის გადასარჩენად, ეს არის ბრძოლა მახინჯი სისტემის დასანგრევად.”- ნათქვამია აქტივისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.