თბილისის სააპელაციო სასამართლომ ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი დაუშვებლად ცნო.
ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლთაც მან რომლითაც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ცნობისთვის, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა. ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცდანიშნულების რაზმმა დააკავა.