საარჩევნო კამპანიაა და ვისაც უნდა ისეთ აქციას ჩაატარებს – ჯაფარიძე „ნაცმოძრაობის“ შეკრებაზე

“საარჩევნო კამპანიაა და ვისაც უნდა, ისეთ აქციას ჩაატარებს “- ამის შესახებ გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარაიძემ,  პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, აქციაზე მისვლა პიროვნების პასუხისმგებლობაა.

“გინდ ნაციონალური მოძრაობა იყოს და გინდ სხვა, პარტიამ თქვა ასეთი ღონისძიება მაქვს, ვინც გინდათ მოდით და მოვიდნენ. როგორც უნდა, ისე მივიდნენ და როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ. საარჩევნო კამპანიაა და ვისაც უნდა, ისეთ აქციას ჩაატარებს.

მათი გადასაწყვეტია, მივლენ თუ არა და როცა მივლენ, დაიცავენ თუ არა დისტანციას. მათი გადასაწყვეტი, პირბადეს გაიკეთებ თუ არა, თუ უნდათ, სკაფანდრი ჩაიცვან. ეს არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. არ არსებობს კოლექტიური პასუხისმგებლობა. უნდა გამოვიდეთ ამ საბჭოთა კავშირიდან”. – განაცხადა ჯაფარიძემ.