საარჩევნო პროცესის ნორმალურ, მშვიდ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს – გახარია სააკაშვილზე

“საარჩევნო პროცესის ნორმალურ, მშვიდ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს “- საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პანდემიის მიუხედავად, არანაირი პრობლემა ან შეფერხება პოლიტიკურ პროცესს, განსაკუთრებით ხმის მიცემის პროცესს არ ექნება.

„არანაირი პრობლემა ან შეფერხება პოლიტიკურ პროცესს, განსაკუთრებით ხმის მიცემის პროცესს არ ექნება. ყველაფერი დათქმულ თარიღებში ჩატარდება და დემოკრატიის სრული დაცვით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მობრძანდეს. ვერავინ და ვერაფერი საარჩევნო პროცესის ნორმალურ, მშვიდ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს “,-განაცხადა გიორგი გახარიამ.