უმრავლესობის დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ქვეყნებმა, რომლებმაც ეკონომიკა გახსნეს, ეპიდსიტუაციის გაუარსების გამო გეგმის გადახედვა დაიწყეს, მაგალითად კი ისრაელი მოჰყავს.
მისი თქმით, შეიძლება საარჩევნო პროცესმა ეპიდვითარება გააუარესოს, ვინმეს კი შესაძლოა არჩევნების ჩაშლა უნდოდეს.
“ვფიქრობ, პოლიტიკურ პროცესს არჩევნების გზით საზოგადოება დაარეგულირებს, მაგრამ საარჩევნო პროცესი შესაძლოა ხელშემწყობი აღმოჩნდეს ეპიდვითარების გაუარესების, მითუმეტეს თუ ჩვენ ამას სწორად არ დავგეგმავთ, შესაძლოა ვინმეს ასეც უნდოდეს, რომ არჩევნები ჩაიშალოს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ეპიდემიოლოგიურადაც უსაფრთხოების კუთხითაც და პოლიტიკურადაც, რომ არჩევნები ჩატარდეს უსაფრთხოდ”, – ამბობს ხუნდაძე.
მისივე თქმით, საზოგადოება ზედმეტად მოეშვა, თვითკმაყოფილებაში ჩავარდა, იკრიბება და ზოგჯერ პირბადესაც არ ხმარობს.
“სწორად დავგეგმოთ კორონავირუსის მეორე ტალღა, რომელიც არ არის არც პოლიტიკური დაკვეთა და არც ვინმეს სურვილი, ეს არის ეპიდემიოლოგიური რეალობა, რასაც ჯანმო არაერთხელ მოუწოდებს ყველა ქვეყანას და მათ შორის ჩვენც. ვირუსის მახასიათებელია, სადაც წესებს არ იცავენ, იქ ძალიან მძიმე შედეგი დგება”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.