საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა დაიწყო. შეხვედრაზე განიხილავენ საკითხებს, რომელზეც მომუშავე მხარეებმა მსჯელობა უნდა განაგრძონ. შეჯერებული დოკუმენტი კი ვენეციის კომისიას მომავალ კვირაში გადაეგზავნება.
ერთ-ერთი საკითხი, რაც დღევანდელ შეხვედრაზე უნდა განიხილონ, ცესკო-ში წარმომადგენლის ყოლას ეხება. “ოცნება” ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციონერის დანიშვნას არ თანხმდება, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ეს შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევა იქნება.