საპატრიარქოს პრესსპიკერის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება, თუმცა როგორ ეს დეტალები ხვალ გახდება ცნობილი.
,,ამის შესახებ დაწვრილებით ხვალ ვიტყვით, თუმცა ერთი რამის თქმა შეიძლება, რომ ლიტურგია ჩატარდება, დეტალები არის შესათანხმებელი და დღეს ნაჩქარევი იქნება, რომ ვარაუდები გამოვთქვა, ხვალამდე უნდა მოვიცადოთ”, — თქვა ანდრია ჯაღმაიძემ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, რეკომენდაციების გათვალისწინებით მსახურობენ, თუმცა ,,ტაძრების დახურვა და ღვთისმსახურების შეჩერება წარმოუდგენელი რამ არის”.
საქართველოში სასულიერო პირი კორონავირუსით დაინფიცირდა.
ჯაღმაიძის განცხადებით, მღვდელმა რამდენიმე დღის წინ წირვა თბილისში, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსულ ტაძარში სხვა მღვდლებთან ერთად ჩაატარა.
ტაძარი ვერის პარკთან, ქიაჩელის ქუჩაზე ამ დროისთვის დაკეტილია. იქ ღვთისმსახურება არ მიმდინარეობს.