მაღაზიათა ქსელებს “სუფთა სახლს” და “ფრესკოს” საახალწლო პროდუქციის გაყიდვა აკერძალათ. დამადასტურებელ ფოტოს ერთ-ერთი მომხმარებელი, ფეისბუქზე ავრცელებს, რომელზეც ჩანს, მაღაზიაში, საახალწლო სათამაშოებზე გაკრული წარწერა – “არ იყიდება ეს პროდუქცია 24.12.2020 დეკემბრამდე”
“ახლა ვიყავი მაღაზია ფრესკოში და სრულიად გაოგნებული გამოვედი იქიდან. თურმე, მთავრობის დადგებილების გამო, ფრესკოში შესულებმა შეგიძლიათ შეიძინოთ პური, კოკა-კოლა, სარეცხის ფხვნილი, შამპუნი და ა.შ, მაგრამ არ შეგიძლიათ შეიძინოთ მაგალითად ნათურა, ან ელემენტები, რომლებიც იქვე დევს, მაგრამ შეფუთულია, შემთხვევით რომელიმე მომხმარებელმა რომ არ აიღოს და ,,კრიმინალად” არ იქცეს.
საქართველოს მთავრობა არ ადასტურებს, რომ საკოორდინაციო საბჭომ, რომელიმე მაღაზიას, მათ შორის, “სუფთა სახლს” შეზღუდვები დაუწესა საახალწლო პროდუქციაზე. ამის მიუხედავად, მაღაზიათა ქსელის “ფრესკოს” მომხმარებელი, სოციალურ ქსელში სტატუს ავრცელებს, რომლის მიხედვით, “ფრესკოში” სასურსათო პროდუქცია იყიდება, საახალწლო განათებების და სათამაშოების შეძენა კი მომხმარებელს არ შეუძლია.