“ზოგადად, ნებისმიერი ამნისტია ჰუმანური აქტია და ეს მართვის მოწმობებთან დაკავშირებულ ამნისტიასაც ეხება. ეს აქტიც ზუსტად ჰუმანური მოსაზრებიდან გამომდინარე გამოიცა. მინდა, პარლამენტს მადლობა გადავუხადო მთავრობის ინიციატივის მხარდაჭერისთვის. 30 000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქისთვის, რომლებსაც მართვის მოწმობა შეჩერებული ჰქონდათ, ეს ერთგვარი საახალწლო საჩუქარია.

მინდა, მოქალაქეებს ვთხოვო და მოვუწოდო, რომ მანქანის მართვას მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ. ყველაზე მთავარი პრობლემა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვაა და ამას ყველა უნდა მოერიდოს”.

აცხადებს, “ქართული ოცნების” პრემიერი, ირაკლი კობახიძე,  მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული მართვის მოწმობების დარიგებაზე.