საბაგიროს დაცვის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

ბაგებში საბაგრიოს დაცვის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მათ შორის ერთი – ა.მ.დაკავებულია  დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებული წარსულში ნასამართლევი თ.კ. – ა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 ივნისს, თ.კ.-მ საბაგიროს თანამშრომელს, 1987 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და მეგობართან – ა.მ.-სთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – წერია შსს-ს განცხადებაში.