ქართული ოცნების” დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი ამბობს, რომ საბავშვო ბაღი ყველასთვის უფასო არ ყბდა იყოს და ეს საკითხი მშობლების შემოსავალზე უნდა იყოს მიბმული.
“მე ვსვამ კითხვას, რატომ არ ხდება დიფერენცირება, რომ საბავშვო ბაღში ყველა ბავშვის აღზრდისა და ყოფნის პროცესი არ იყოს უფასო და რატომ არ არის ეს მშობლების შემოსავლებზე მიბმული? რატომ ხდება, რომ ჩემი შვილიც და სოციალურად დაუცველი ადამიანის შვილიც ერთდროულად უნდა სარგებლობდეს ბიუჯეტიდან?
ხომ შეიძლება რაღაც ფორმის დიფერენცირება გაკეთდეს, უფასო საბავშვო ბაღი ძალიან კარგია, მაგრამ, როდესაც ასეთი ვითარება გვაქვს, ანტიკრიზისული ბიუჯეტი გვაქვს და აღდგენითი ბიუჯეტი, რატომ არ მივდივართ იმ მიმართულებით, რომ დამატებითი შემოსავლები არსებობდეს” – განაცხადა ზავრადაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.