ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატა საბანაძე, ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან აცხადებს, რომ ბოლო კვირებში ხელისუფლებასთან “უთანხმოებები” ჰქონდა. მან 2 დღის წინ, თანამდებობა დატოვა.
ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ პროევროპელია, მაგრამ ამის თქმა არ არის საკმარისი. პროევროპელი უნდა იყო, – ამბობს საბანაძე.
სტატიაში ასევე წერია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროკავშირი საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში ასეთ დონეზე მონაწილეობს. ევროპელი დამკვირვებლები და ექსპერტები ამ კრიზისში მხოლოდ ერთ გამარჯვებულს ხედავენ – რუსეთს. საქართველოსთვის კი ეს კრიზისის ნატო-სთან და ევროკავშირთან დაახლოებას სათუოს ხდის.
საბანაძის გადადგომამდე ევროკომისიის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით გამართული მოლაპარაკებები, მიმდინარეობდა, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა.