ინდიგოს აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილის თქმით, დაკავებულ ჟურნალისტ საბა სორდიას იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს.
“ახლა გავიგეთ, რომ საბას გაუგრძელეს იზოლატორში ყოფნის ვადა. როდის იქნება სასამართლო, ამასაც წინასწარ არავინ ამბობს, ესეც შემთხვევით უნდა გავიგოთ”- წერს ძველიშვილი.
გამოცემა ინდიგოს ჟურნალისტი საბა სორდია 6 აპრილს, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ პოლიციელთან დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.