საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი აცხადებს, რომ ჰუმანიტარულ მისიას მარიუპოლამდე გაჰყვება. როგორც დენდიასმა აღნიშნა, მარიუპოლში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისა და ეთნიკური ბერძნების დაცვა საბერძნეთის პრიორიტეტია, ხოლო ამის შესახებ ორივე ქვეყნის, როგორც რუსეთის ასევე უკრაინის ხელისუფლებას უკვე აცნობა.
“ვაპირებ პირადად ვუხელმძღვანელო ამ ჰუმანიტარულ მისიას”, – უთხრა ნიკოს დენდიასმა ჟურნალისტებს მარიუპოლში საბერძნეთის გენერალურ კონსულთან, მანოლის ანდროულაკისთან შეხვედრის შემდეგ.
დენდიასის თქმით, ჰუმანიტარული მისია წითელ ჯვართან კოორდინაციით მოხდება.