ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთის ციხეში თავი ჩამოიხრჩო. ინფორმაციას ბერძნული მედია ათენის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 46 წლის საქართველოს მოქალაქეს ბრალი მიგრანტების ტრეფიკინში ქონდა წარდგენილი. რამდენიმე დღეში მისი სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა ბრალდებულმა პოლიციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების საკანში თავი მოიკლა.