საბურთალოს რაიონში ქუჩების ნაწილს წყალი არ მიეწოდება

წყლის გამანაწილებელი კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) განცხადებით, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის ავარიულად დაზიანების გამო, საბურთალოს რაიონში წყალმომარაგება შეზღუდულია. კომპანიის ცნობით, წყალი არ მიწოდება შემდეგ ქუჩებს:

  • ვაჟა ფშაველას კვარტალს;
  • შანხაის დასახლებას;
  • ნუცუბიძის მიკრორაიონებს;
  • შავგულიძის;
  • ქავთარაძის;
  • ბუდაპეშტის;
  • დელისისა და მიმდებარე ქუჩებს.

GWP-ის ინფორმაციით, წყალმომარაგება შეზღუდულია წყნეთის გზატკეცილზეც. მათი ცნობით, წყლის მიწოდება დღეს, 2 იანვარს, 18:00 საათზე აღდგება.