“დღეს გაოცებული ვუსმენდი ერთ-ერთ ეპისკოპოსს, რომელმაც ეკლესიიდან ,,განკვეთა” და ლამის შეაჩვენა ბერები. დამატებითი დახმარებისთვის კი პოლიციას მოუწოდა, ჩაერიეთო. საეკლესიო კანონით მსგავსი რამის ახსნა შეუძებელია, რადგან საბჭოთა კავშირის გარდა არასდროს დაშვებულა მსგავსი პრეცენდენტი (თუ არ ჩავთვლით ისევ, კონკრეტულ ისტორიულ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს სასულიერო პირების წინააღმდეგ, რომელიც ხელმწიფების მქონე ადამიანებისგან იყო ინსპირირებულ-განხორციელებული).

გარწმუნებთ, ეს კარგ შედეგს არ გამოიღებს. მსგავსი მეთოდებით ბრძოლა და თანაც არაკანონიკური, პირდაპირ ,,ბაზრობაზე” გამოგონილი მეთოდებით ბრძოლა დააზიანებს მთლიანად ერს. რაც კი ინფორმაციები დაიდო ყველა შესასწავლია, ყველა თემა განსახილველია, რადგან სიმართლე სიყალბემ არ დაჩრდილოს და სიყალბე სიმართლედ არ გამოაცხადონ.

წლებია საქართელოს ეკლესიაში დაძაბულობა მძლავრობს და ასე გაგრძელდება, სანამ საპატრიარქო არჩევნები არ გაიმართება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და უახლოეს მომავალში საეკლესიო კანონის ამოქმედების გზით დამშვიდდება ჩვენი დედა ეკლესია”

ასე ეხმიანება მღვდელმონაზონი ანდრია სარია მეუფე სტეფანეს მიერ 6 სასულიერო პირის განკვეთას.