“მოგეხსენებათ, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ყველა სფერომ მიიღო ძალიან დიდი ზიანი და ნგრევა, განათლების სისტემაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად დაზიანდა. ძალიან დიდი ზიანი მივაყენეთ ამ სისტემას, მაშინ როცა ჩვენ, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ერი, ყოველთვის ვითვლებოდით ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ საზოგადოებად. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი კატაკლიზმების შედეგად, ძალიან დიდი ზიანი მივაყენეთ განათლების სისტემას და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზეც აისახა აღნიშნული.
ყველაფერი უკავშირდება განათლების და მეცნიერების განვითარებას. ჩვენი შვილების, ქვეყნის მომავალი. ჩვენი მთავარი ღირებულებები დაფუძნებულია განათლებაზე და განათლებულ საზოგადოებაზე”
განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების და მეცნიერების 10-წლიანი სტრატეგიის პრეზენტაციის დროს.