საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ენმ–ძალა ერთობაშიას პირველ ნომერზე, ბუბა კიკაბიძეზე ამბობს, რომ ის მთელმა “საბჭოთა რუსეთის თაყვანისმცელთა ბრიგადამ მტრის აგენტად და ოკუპანტის წარმომადგენლად გამოაცხადა”.
“ადამიანს ზუსტად ის უნდა დააბრალო, რაც არ არის – ეს მათი საყვარელი ხელწერაა! ბუბა კიკაბიძე მთელს მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში. ის არ არის მხოლოდ მომღერალი და მსახიობი, უფრო მეტიც, ის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწე, კარგი გაგებით პოლიტიკოსი და, რაც მთავარია,
დიდი ქართველი პატრიოტია.
ბუბა კიკაბიძის პასუხი ყველა რუსეთუმის შეტევაზე მისი სიმღერაა, რომელიც 2008 წელს დაწერა და რომლითაც ის რუსეთის ე.წ. ლიბერალურ შემოქმედებით ინტელიგენციას საბოლოოდ გაემიჯნა”,– წერს მიხეილ სააკაშვილი.