საბჭოს მივმართეთ, პირველი თებერვლიდან უსიმპტომოების ტესტირება შევაჩეროთ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე რეკომენდაციით მიმართა, რომ პირველი თებერვლიდან უსიმპტომო ადამიანების ე.წ. სისტემური ტესტირება დროებით შეჩერდეს.

“ჩვენ შევედით წინადადებით საბჭოზე დღეს, რომ პირველი თებერვლიდან, დროებით, გარდა სამედიცინო პერსონალისა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შევაჩეროთ გარკვეული პერიოდით. იმიტომ, რომ ძირითადად გადავერთოთ მხოლოდ სიმპტომებიან ადამიანებზე. რა თქმა უნდა, სიმპტომიანი ადამიანები სასურველია, რომ გაიტესტონ, დადასტურდეს, რომ არის ინფექცია და იმოქმედონ მერე იმ ალგორითმით, რომელიც დღეს დადგენილია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, ინიციატივა ეხება როგორც სწრაფ, ისე PCR ტესტირებას.