საგანგებო მდგომარეობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში – შასის გაუმართაობის გამო აირზენას თვითმფრინავს აფრენის შემდეგ დაჯდომა მოუწია. თვითმფრინავი თბილისის-ვენას რეისს ასრულებდა.
პილოტი 2 საათის განმავლობაში წრეზე დაფრინავდა, რათა საწვავე დაეწვა და უსაფრთხოდ დაჯდომა შეძლებოდა.
დაახლოებით 5 წუთის წინ თვითმფრინავი აეროპორტში დაეშვა. ადგილზე მობილიზებულია პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.