საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება. ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობა ამ გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს მიმართავს.

,,ფართოვდება კლასტერები და სულ უფრო მძიმდება წყაროს დადგენა… ანალიზის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში ვიქნებით ვირუსის გავრცელების პიკურ ფაზაში“, – განაცხადა ბრიფინგზე  ჩიქოვანმა.