საგანგებო სიტუაციების სამსახური ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო მოსახლეობას აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას ტემპერატურის მკვეთრ მატებასა და მოსალოდნელ ხანძრებზე აფრთხილებს.

“გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით, მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები შენარჩუნდება, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.

გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს.

დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს”, –  ნათქვამია განცხადებაში.