შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ამ დროისთვის საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო 350-მდე მოქალაქე და 15-მდე იურიდიული პირია დაჯარიმებული.
გომელაურმა აღნიშნა, რომ ჯარიმის დაწერა არავის უხარია.
„მთლიანობაში 350-მდე მოგვიწია სამწუხაროდ [ჯარიმის დაწერა]. არავის გვიხარია არც ჩვენ, არც რიგით პოლიციელებს და არც ხელმძღვანელობას ჯარიმები ვუწეროთ ჩვენს მოქალაქეებს, თუმცა იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ. 350-მდე ადამიანი დაჯარიმდა და 15-მდე საწარმო“, – განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის მოქალაქე 3000 ლარით ჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 15 000 ლარით. განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრება და დამრღვევს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.