საგარეომ დელიმიტაცია-დემარკაციის სამსახური გააუქმა – მელაშვილი გაათავისუფლეს

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ივერი მელაშვილმა სამსახური დაკარგა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა სამსახური, რომელშიც ის წლების განმავლობაში მუშაობდა.

მელაშვილის თქმით, არ იცის, როგორ შეასრულდება ამ სამსახურის ფუნქცია. ის მის გათავისუფლებას მის მიმართ მიმდინარე ე.წ. კარტოგრაფების საქმეს უკავშირებს.

“მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტია, იქ წამოიწყეს რეორგანიზაცია ჩაატარეს ასე ვთქვათ, ჩემი სამსახური იყო შიგნით, ჰქვია “მიწის დელიმიტაცია-დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახური” – ეს სამსახური გააუქმეს.

ამას ახლა სად გადაიტანენ, როგორ გადაიტანენ, რანაირად გადაიტანენ არ ვიცი, რას აპირებენ და საერთოდ რა აქვთ მოფიქრებული. იმას ვუკავშირებ რაც ხდება ქვეყანაში, რაც ჩემ გარშემოა, კონკრეტულად კიდევ იმას, მეტს არაფერს, ერთი ხელით ნაწერია ყველაფერი ეს, უბრალოდ შემსრულებლები არიან ბევრი სხვადასხვა”,– ამბობს მელაშვილი მთავარ არხთან საუბრისას.