გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა საკუთარ საგარეო პოლიტიკასა და თავისი მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრობლემებზე გერმანულ გამოცემა der Spiegel-თან ისაუბრა.ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ გერმანიის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში ცვლილების დრო იყო. მისი აზრით, საჭირო იყო ახალი მიდგომები იმ კონფლიქტების მიმართ, რომლებშიც რუსეთი იყო ჩართული.
“არა. ეს ვიღაც ახალს უნდა გაეკეთებინა. საშინაო [პოლიტიკა] გადამწიფებული იყო. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, საბოლოო ჯამში, მილიმეტრითაც კი ვერ ვწინაურდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ხელახლა ვცდილობდით ბევრ რამეს. არა მხოლოდ უკრაინასთან მიმართებით, დნესტრისპირეთისა და მოლდოვას, საქართველოსა და აფხაზეთის, სირიისა და ლიბიის მიმართებითაც. ახალი მიდგომის დრო იყო”. – უპასუხა ანგელა მერკელმა ჟურნალისტის შეკითხვას, ნანობს თუ არა, რომ არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიიღო.