საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ის დავით გარეჯის საქმეზე მოწმის სახითაა დაბარებული.
ბეჟუაშვილმა გამოკითხვაზე შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა.
ცნობისთვის, 26 ნოემბერს გამოკითხვაზე ასევე დაიბარეს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე.
პროკურატურამდააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
პროკურატურის მტკიცებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.