ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში საგარეო ურთიერთობისა და თავდაცვის კომიტეტის წევრებმა რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს და იურიდიულ კომიტეტს გადასცეს განსახილველად.
„დასკვნაში შევიტანოთ, რომ კომიტეტი მხარს უჭერს გამჭვირვალობისა და ანგარიშგების პრინციპს და ამაზე მგონი თავდაცვის კომიტეტიც შემოგვიერთდება და ასევე შევიტანოთ დასკვნაში იმ ტერმინებთან დაკავშირებით რომლებიც მოცემულია კანონპროექტში, ამ ტერმინებს სჭირდება გადახედვა და შემდგომი დისკუსია. შესაბამისად ჩვენ ამ პირობით გადავცეთ ეს საკითხი წამყვან, იურიდიულ კომიტეტს“ – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცოტა ხნის წინ პარლამენტთან შეკრებილმა მოქალაქეებმა, უკანა შესასვლელთან გადაინაცვლეს, მათ სურდათ, მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში სამანქანო გზა გადაეკეტათ, რისი საშუალებაც პოლიციამ აქტივისტებს არ მისცა.