“თუ იმაზეა საუბარი, რომ რატო იყენებ ამ აპლიკაციას, როცა სხვა მოქალაქეები ამის გამო დაჩაგრულ მდგომარეობაში არიან, კი, მაგაზე შეიძლება თქვა, რომ რაღაც თვალსაზრისით ამორალური საქციელი იყოს. ოღონდ არ მგონია ეგ ისეთი რამ, რომ ადამიანებს ამორალურები ეძახო. მე ხინჯი მაქვს მაგის გამო და მაგიტომ ეს აპლიკაცია არ მიყენია და არსად არ შევალ, სადაც მაგას [კოვიდპასპორტს] მომთხოვენ. ერთადერთი შემთხვევა მქონდა, სადაც მთხოვეს და ვუთხარი, რომ არ მიყენია ეგ აპლიკაცია, არც ვაყენებ, მაგრამ ისე აცრილი ვარ, გადატანილიც მაქვს და ბუსტიც მაქვს გადატანილი-მეთქი და შემიშვეს ყველანაირი გადამოწმების გარეშე. მეტი არც არსად შევსულვარ რაც შემოიღეს, მაგის მერე. სადაც მომთხოვენ, არსად ვაპირებ შესვლას, მაგრამ არც იმას ვაპირებ, რომ ადამიანები მაგის [გამოყენების] გამო ვამუნათო”

განაცხადა “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ კოვიდპასპორტებთან დაკავშირებით.