სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას – გიგი უგულავა

გამოსავალი – ღიად და ცხადად, ყოველგვარი უკანა აზრების, გარიგებების გარეშე, ღიად და გამჭვირვალედ ვთქვათ, სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

“გამოსავალი – ღიად და ცხადად, ყოველგვარი უკანა აზრების, გარიგებების გარეშე, ღიად და გამჭვირვალედ ვთქვათ, სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას. არ შევუქმნათ კოალიცია ივანიშვილის ოცნებას და არ დავუჭიროთ მხარი სააკაშვილს პრემიერობის თანამდებობაზე. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ივანიშვილის მოჯადოებული წრის გარღვევა, რომლის მართალი ან ნაკლები პასუხისმგებლობით, მაგრამ სააკშვილიც შემოქმედია. ურჩხულთან ბრძოლაში ის სამწუხაროდ, ამ ურჩხულს დაემსგავსა.

მე გული მტკივა, რომ ამის აღწერა მიწევს. „ევროპულმა საქართველომ“ და პირადად მე ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ოპოზიციის ზემოთ აღწერილი სცენარი გამოსულიყო, ოპოზიციას ასე ებრძოლა და გაემარჯვა. მენანება ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც, მაგრამ ქვეყანა და მისი მომავალია მთავარი. გარდამტეხი ცვლილებები გვჭირდება, რაც ამ მოჯადოებული წრის გარღვევას გულისხმობს”, – ამბობს უგულავა