“სადაც ჩაიხედავს, ის სფერო იქნება წარმატებული და კრეატიული” -ქართული ოცნების დეპუტატი ელისო ბოლქვაძე თეა წულუკიანის მთავრობის გუნდში სავარაუდოდ დაბრუნებაზე ამბობს, რომ იგი “ყველა პოზიციაზე იქნება არაჩვეულებრივი მინისტრი”.
“ქალბატონი თეა წულუკიანი ყველა პოზიციაზე იქნება არაჩვეულებრივი მინისტრი. ყველგან წარმატებული მინისტრი იქნება ქალბატონი თეა. ჩემთვის, რა თქმა უნდა, მისაღებია, მე ვცემ უდიდეს პატივს.მე ვერ გავიგე, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და საინტერესო, ჩემთვის რა იქნება? რა თქმა უნდა, თვითონ ქალბატონი თეა თავისი მოცემულობით, ეს არის ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად ყველა სფეროში, სადაც ის ჩაიხედავს და სადაც ის იმოღვაწევებს, ის იქნება წარმატებული სფერო და აუცილებლად იქნება საინტერესო, კრეატიული. მიმდინარეობს მსჯელობა გუნდში და ამას მალე გაიგებთ”, – ამბობს ელისო ბოლქვაძე.