“სადაც ჩვენ ერთ ადამიანს ვკარგავთ, რუსეთი ხუთს კარგავს” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„სადაც ჩვენ ერთ ადამიანს ვკარგავთ, რუსეთი ხუთს კარგავს. სადაც ერთ ტანკს ვკარგავთ, რუსეთი ხუთს კარგავს. ასე ვიბრძვით. თუმცა, სამართლიანები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ ეს მართლაც რთულია ჩვენთვის. ჩვენს ერთ ტანკზე მათი ათი ტანკი მოდის. ჩვენს ერთ მებრძოლზე მათი ათი მებრძოლი მოდის. რაც არ უნდა ძლიერები ვიყოთ, ისინი ათჯერ მეტნი არიან. ჩვენთვის ეს რთულია, მაგრამ ვუძლებთ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.