“მთელი დღეა ისეთი ადუღებული დავდივარ! არაკაცია! სადმე რომ შემხვდეს, თავს მოვაწყვიტავ! რა იკადრა ამ ძაღლისშვილმა. მაგის სახლიდან უნდა წაეღოთ რუსებს უნიტაზი! მერე ვნახავდი ერთი რას ილაპარაკებდა! მაგის სახლში უნდა შესულიყვნენ ის ოსი მოროდიორები! რო გადაბუგეს ქართული სოფლები! მაგ ძაღლისშვილის სახლში უნდა შესულიყვნენ. ქართველების მხრიდან ერთი მარადიორობის ფაქტი არ იყო. […] ქართველ ჯარისკაცებს ეძახის მიშას ხულიგნები იყვნენო. არც მიშას არც ბიძნას ჯარისკაცები არიან ისინი არც კობახიძის არც მაგ შობელძაღლის ისინი ემსახურებიან სახელმწიფოს! აუცილებლად შევხვდები მაგას! რა იკადრა ამ ძაღლისშვილმა. ძაღლისშვილად უნდა გადაუკეთონ გვარი! რანაირად გაიზარდნენ. შენ ხარ ბიჭო ქართველი? წადი წაეთრიე გადასახლდი და ნახავ როგორი მშვიდობისმყოფელები არიან!
ღმერთო გთხოვ, ეგ კაცი სადმე მოფარებულში შემხვედრე, ღმერთო გთხოვ მაგის სიფათი ისე დავიმსახურე ჩემი შვილების სახეებს არ ვუყურებ მასე. ღმერთო შემახვედრე მოფარებულში, 15 წუთით მინდა, მეტით არა”
განაცხადა ალეკო ელისაშვილმა “TV პირველის” ეთერში დავით რაზმაძეზე საუბრისას.
გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა: „რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“. რაზმაძის ინტერვიუ ამერიკული გამოცემის საქართველოს შესახებ ვრცელი სტატიის ნაწილია, სათაურით – “ როგორც დავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის წინა ხაზამდე”. The New York Times წერს, რომ ინტერვიუში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა.