ამერიკელმა მეცნიერებმა მიაკვლიეს ადგილს, სადაც ჰაერი ჯერ კიდევ თავისუფალია ადამიანის საქმიანობით წარმოქმნილი დამაბინძურებელი, აეროზოლური ნაწილაკებისგან. ამის შესახებ ინფრომაციას მედია გამოცემა CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევართა შეფასებით, დედამიწაზე ყველაზე სუფთა ჰაერი სამხრეთის ოკეანის თავზეა. ესაა წყლის აუზი, რომელიც ანტარქტიდას გარს აკრავს. მეცნიერების თქმით, ამ ჰაერში არ გვხვდება აეროზოლების, საწვავის, სასუქებისა და ჩამდინარე წყლის ნაწილაკები.
კვლევაში, რომელიც ორშაბათს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნდა, მეცნიერებმა ეს ტერიტორია აღწერეს როგორც “ნამდვილად ხელუხლებელი”.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, ჰაერის ხარისხი ყოველწლიურად 7 მილიონამდე ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. გარდაცვლილთა 50%-ზე მეტი ჩინეთსა და ინდოეთში მცხოვრები ადამიანები არიან.
ამასთან, როგორც კვლევები ცხადყოფს, დაბინძურებულ ჰაერს ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენა შესაძლებელია ასობით მილის დაშორებითაც კი ქონდეს.