პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ როდესაც ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის სახელით დანარჩენ ოპოზიციას 2 მაჟორიტარზე დათანხმდა, “ძალა ერთობაშიამ” არაფერი იცოდა, რაც არასწორი გადაწყვეტილებაა.
მისი თქმით, ოპოზიციის გაერთიანებულმა მაგიდამ, რომელიც შალვა ნათელაშვილის ოფისში პროპორციული სისტემის გამო იკრიბებოდა, პრაქტიკულად თავი ამოწურა.
“ამ შემთხვევაში მე ჩემს მაჟორიტარობაზე არ ვამახვილებ ყურადღებას და არ ვსაუბრობ, გამორიცხეთ ეს თემა, მე უბრალოდ ვსაუბრობ, რომ ვის ჩუქნი? რას ჩუქნი? ვერ გავიგე. ვის შეუთანხმდნენ იმ ორ მანდატზე, სად არის მესამე მანდატი, რომელიც უნდა ყოფილიყო, რადგან „ძალა ერთობაშიამ“ ასე იცოდა. აქ მთელი რიგი საკითხებია, რომელიც მაგიდასთან უნდა განხილულიყო.
ახლა არის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველომ ვექტორი არ შეიცვალოს და განვითარდეს და არა ის, რომ ვიღაც უსაქმური მაჟორიტარი აღმოჩნდეს ისევ მაგიდასთან, რომელსაც საზოგადოება 30 წელია მიჩვეულია. მათი ეს გადაწყვეტილება ჩვენ უნდა გვცოდნოდა, უნდა განხილულიყო ეს საკითხი ჩვენთან, შესაძლოა, ამაზე თანხმდებოდა ძალა ერთობაშია. მე ვარ ახალი ტიპის პარტია შემოსული და ჩემგან სიმართლის გარდა არაფერს არ მიიღებს ხალხი“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.
ცნობისთვის, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ოპოზიციას თბილისის 8 სამაჟორიტარო ოლქიდან, 6 დანარჩენ ოპოზიციას დაუთმო, თვითონ კი მხოლო 2 ოლქში იყრის კენჭს.