სად არის სახალხო დამცველი?
როცა პოლიტპატიმრების სასამართლოების დროს ვხედავთ ჩვენს მოქალაქეებზე უხეშ, დამამცირებელ მოპყრობასა და ძალადობას, რამაც სისტემატიური ხასიათი მიიღო.
იგი დუმს და უმოქმედოა
მანდატურების ამ მიუღებელ და აღმაშფოთებელ საქციელთან დაკავშირებით;იგი დუმს და უმოქმედოა,
საზოგადოების უფლების შეზღვუდვაზე, რომლის უფლებაცაა იყოს სასამართლო პროცესის უშუალო დამკვირვებელი;იგი დუმს და უმოქმედოა,
მაშინ როცა ვალდებულია ადამიანის უფლებები დაიცვას, აიღოს მანდატით მინიჭებული პასუხისმგებლობა და მსგავსი ფაქტების მიმართ ჰქონდეს შესაბამისი და მყისიერი რეაგირება;იგი დუმს და უმოქმედოა,
რითიც ამართლებს ძალადობრივ გარემოს და იმ უსამართლობის გარდა, რაც სასამართლოს დარბაზებში ხდება, საზოგადოებაში კიდევ უფრო აძლიერებს დაუცველობისა და უსამართლობის განცდას;
მოვუწოდებ სახალხო დამცველს იმოქმედოს!
იმოქმედოს სწრაფად, რათა შეწყდეს მოქალაქეთა მიმართ სასამართლოს მანდატურების მძიმე და დამამცირებელი ქმედებები.
წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.