“სად მიდიხარ, საქართველოს მთავრობავ? ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან გამოხვედით და გააორმაგეთ ფსონი ამ დოკუმენტზე. დაგვიმტკიცეთ, რომ წილი არ გიყრიათ სისხლიან ავტორიტარულ რეჟიმთან. გააუქმეთ. აჩვენეთ, რომ თქვენ ხართ დასავლეთთან და არა პუტინის აღმოსავლეთთან ერთად”
ასე ეხმიანება აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი სუს-ის მიერ ბელაურსის KGB-სთან გაფორმებულ შეთანხმებას.
სუსის განცხადებით, მათსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2016 წელს გაფორმდა და მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. მათივე თქმით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მსგავსი ტიპის სამართალდაცვითი თანამშრომლობა გააჩნია არაერთ პარტნიორ ქვეყანასთან.